რეზონანსი
26.02.2025

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის სკოლებში სწავლა 4 მარტს განახლდება.

„აჭარის რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდება 4 მარტს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარაში რამდენიმე დღეა, ინტენსიურად თოვს. უამინდობის გამო გართულებულია გადაადგილება. მობილიზებულია სპეცტექნიკა და მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. მესამე დღეა, არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და შეწყვეტილია სწავლა. სინოპტიკოსები მომდევნო ორი დღე კვლავ უხვ ნალექს პროგნოზირებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×