რეზონანსი
26.02.2025

უამინდობისა და დიდთოვლობის გამო საქართველოს რკინიგზა 27 თებერვალს კიდევ რამდენიმე რეისს აუქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე.

„საქართველოს რკინიგზა დამატებით გაცნობებთ, რომ არსებული უამინდობის და დიდთოვლობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:

27 თებერვალი:

802/801 თბილისი-ბათუმი;

804/803 თბილისი-ბათუმი;

870/869 თბილისი-ზუგდიდი;

874-873 თბილისი -ფოთი;

618/617 თბილისი-ბორჯომი;

686/685 თბილისი-ბორჯომი;

მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ. საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოს რკინგიზამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია 27-28 თებერვალს რეისების გაუქმებასთან დაკავშირებით. მათივე ცნობით, 27–28 თებერვალს გაუქმდა რეისები: № 854 თბილისი-ოზურგეთი; № 853 ოზურგეთი-თბილისი; № 6355/6356 ქუთაისი-რიონი; № 6353/6354 ქუთაისი -რიონი; № 682/681 ქუთაისი-ბათუმი; № 684/683 ქუთაისი-ბათუმი; № 613/614 ბათუმი-ოზურგეთი; №618/617 თბილისი – ბორჯომი; №685 ბორჯომი-თბილისი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×