რეზონანსი
26.02.2025

აშშ-სთან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმება პირდაპირ მიბმულია უსაფრთხოების გარანტიებს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა არ განიხილავს აშშ-სთან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას უსაფრთხოების გარანტიებთან მიბმულობის გარეშე და აღნიშნა, რომ ეს უკვე ჩადებულია შეთანხმების პროექტში.

შმიგალის თქმით, უკრაინის მთავრობა შეთანხმების 26 თებერვალს მთავრობის სხდომაზე განიხილავს.

“ჩვენ არ განვიხილავთ რაიმე შეთანხმებების ხელმოწერას უსაფრთხოების გარანტიების გარეშე… ეს შეთანხმება პირდაპირ მიბმულია უსაფრთხოების გარანტიებს. არც უკრაინის პრეზიდენტი, არც უკრაინის მთავრობა არ განიხილავენ ამ შეთანხმებას და მის ხელმოწერას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებისგან მოწყვეტილად”, - განაცხადა შმიგალმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×