რეზონანსი
26.02.2025

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინაში ფრონტის ხაზზე კონფლიქტის გაყინვა გამორიცხა.

„არსებობდა იდეები „მოდით დავტოვოთ შეხების ხაზი ისე, როგორც არის - ეს იქნება უკრაინული, და ეს იქნება რუსული“. პირველ რიგში, ასეთი რამ არ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც ადამიანების ნებაზეა დამყარებული. ხოლო მეორე, ის, რაც დარჩება უკრაინისგან, უნდა გათავისუფლდეს რასისტული კანონებისგან“, - თქვა ლავროვმა.

რუსეთის პირველმა დიპლომატმა დასძინა, რომ უკრაინაში რჩებიან ადამიანები, რომლებსაც რუსულად საუბარი ურჩევნიათ და რომელთაც საკუთარი წინაპრების ტრადიციების შენარჩუნება სურთ. მისი აზრით, ამ კონტექსტში ზოგი ევროპელი ლიდერის მიერ გავრცელებული იდეა უკრაინაში მშვიდობისმყოფელების განთავსებასთან დაკავშირებით მიმართულია კონფლიქტის გაღვივებაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×