რეზონანსი
26.02.2025

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა ტყუილი თქვა, როდესაც განაცხადა - „როცა საქართველომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარი თქვა, მაშინ არც იყო დაწესებული სანქციები".

როგორც კობახიძემ აღნიშნა, თავის დროზე, სანქციებთან დაკავშირებით აქტიური კამპანია იწარმოებოდა.

„ტყუილი თქვა, გამომდინარე იქიდან, რომ რთულ მდგომარეობაში არიან. ისინი თავის დროზე აქტიურ კამპანიას აწარმოებდნენ სანქციებთან დაკავშირებით, თუმცა, საბოლოო ჯამში, უკან დახევა მოუწიათ, გამომდინარე იქიდან, რომ მათ შორის, საზოგადოებას განსხვავებული ჰქონდა ამ საკითხის მიმართ. სანქციების დაწესების შემთხვევაში მოხდებოდა ესკალაცია, ჩამოიქცეოდა ეკონომიკა, ყველაფერი იყო დღესავით ნათელი, თუმცა ამას ითხოვდნენ ხელისუფლებისგან თავის დროზე ეს ადამიანები. დღეს სათქმელი არაფერი აქვთ, აქედან გამომდინარე, უწევთ ტყუილების ლაპარაკი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×