
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, იგეგმება თუ არა დიდთოვლობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია.
როგორც მან გურიაში, მედიასთან აღნიშნა, ამ ეტაპზე ევაკუაცია ნაკლებად აქტუალურია, თუმცა ყველა სოფელში შევლენ, რათა მოსახლეობას დაეხმარონ.
„რეალურად ამ სოფლების შემთხვევაშიც ზუსტად იგივე სამუშაოები არის ჩასატარებელი, რაც სოფელ შრომის შემთხვევაში, საჭიროა გზის გაწმენდა და ამაზე მუშაობა წარიმართება. არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება ერთ დღეშიც ვერ მოხერხდეს გზის გაწმენდა და ამ შემთხვევაში ალტერნატიული საშუალებით შევლენ როგორც მაშველები, ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სოფლებში იმისთვის, რომ მოსახლეობა შესაბამისი დახმარებით უზრუნველყონ. ევაკუაცია ნაკლებად აქტუალურია, როგორც ჩარევის ზომა, თუმცა, რაც შეეხება სოფლებში შესვლას, უკლებლივ ყველა სოფელში უნდა შევიდეთ იმისთვის, რომ მოსახლეობას ადგილზე გავუწიოთ დახმარება. ეს არის მთავარი გეგმა, რომელიც დასახული გვაქვს", - განაცხადა კობახიძემ.