რეზონანსი
26.02.2025

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, ბანკთაშორისი სესხების გარდა, 2025 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 459.03 მილიონი ლარით, ანუ 0.74%-ით გაიზარდა და იანვრის ბოლოს 62.68 მილიარდი ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 36.05 მლნ ლარით, ანუ 0.10%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 422.98 მლნ ლარით , ანუ 1.57%-ით გაიზარდა.

ამასთან, ცენტრალური ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის იანვრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.58 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 1.34%-ით ნაკლებია, ხოლო უცხოური ვალუტით 18.15 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის მაჩვენებელს 2.46%-ით აღემატება.

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის იანვრის განმავლობაში 0.66%-ით, ანუ 208.38 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და იანვრის ბოლოსათვის 31.94 მილიარდი ლარი შეადგინა.

2025 წლის იანვრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.32% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.358 პროცენტული პუნქტით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×