რეზონანსი
26.02.2025

აქტივისტი რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

„მესმის ლოგიკა, რომ გადადგომის მოთხოვნა ირიბად არალეგიტიმური ხელისუფლების ხელისუფლებად ცნობას გულისხმობს, მაგრამ დროა, გავიაზროთ, რომ ნორვეგიაში არ ვცხოვრობთ. თუ პროტესტი უმოკლეს დროში არ გადაეწყო გადადგომის (ერთადერთ ადეკვატურ) მოთხოვნაზე, ვერც ახალ არჩევნებს მივიღებთ და ვერც ტყვეებს დავიხსნით ციხეებიდან. სულ პირიქით - ჩვენც იქ შევალთ. იქ შევალთ დაანონსებული სამშობლოს ღალატის მუხლით და ამ ჩვენს შესვლას ვეღარც ვერავინ გააშუქებს იმიტომ, რომ კრიტიკული მედია თავის ბოლო დღეებს ითვლის. ესეც დაანონსებული სხვა კანონის ხელით. არ გავჩერდებით, ჩანიშნეთ არჩევნები“ - დაწერა რეჟისორმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×