რეზონანსი
25.02.2025

USAID-ის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრების ბოროტად გამოყენების საქმის ფარგლებში სერბეთის პოლიციამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.

სერბეთის სახელმწიფო პროკურორის, ნენად სტეფანოვიჩის განცხადებით, ბელგრადმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა, რათა მიიღოს ინფორმაცია USAID-ის ფინანსების შესაძლო ბოროტად გამოყენებისა და ფულის გათეთრების შესახებ.

სპეციალურმა ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა პოლიციას დაავალა, შეაგროვოს საჭირო ინფორმაცია და მტკიცებულებები, რათა დადგინდეს, მოხდა თუ არა აღნიშნული ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვა, მათი ბოროტად გამოყენება ან ფულის გათეთრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×