რეზონანსი
25.02.2025

მაკო ჩხარტიშვილი, რომლის ოჯახის წევრებიც დიდთოვლობის გამო ჩარჩენილები იყვნენ სოფელ ჯუმათში და ვერ ახერხებდნენ სახლიდან გამოსვლას, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს სოციალურ ქსელში საჯაროდ მადლობას უხდის.

,,დიდი მადლობა სამაშველო სამსახურს, ასეთ ურთულეს პირობებში გაწეული სამსახურისთვის!

მაღალმთიან ჯუმათში ჩარჩენილი ჩვენი ოჯახი, ჩვენი პატარა თაია და ბებია-ბაბუა ზვავსაშიშ ზონას მაქსიმალურად დროულად განარიდეს.

საოცარი და დაუფასებელია მათი შრომა და თავდადება. იქ, სადაც დროულად მობილიზებული ტექნიკაც კი ვერ მიუდგა, ფეხით გაკვალეს ურთულესი ორკილომეტრიანი მონაკვეთი და გამოიყვანეს ჩვენი დაზარალებულები.

დიდი მადლობა, ღმერთმა ბევრი სიკეთის კეთება შეგაძლებინოთ!", - წერს ჩხარტიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×