რეზონანსი
25.02.2025

თვეების განმავლობაში რეჟიმმა, ვერც ციხეში დატყვევებული ადამიანები გატეხა და  ვერც ციხის გარეთ მყოფნი და ვერ აიძულა ისინი, ხელი აეღოთ ბრძოლაზე, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომელიც ვაკის პარკთან მარო მაყაშვილის მარშს შეუერთდა.

მელიას თქმით, “მიუხედავად ფინანსური მარწუხებისა, ცემა-ტყეპისა, რეჟიმმა შედეგს ვერ მიაღწია და ვერც მიაღწევს, რადგან მათ არ გააჩნიათ- სიმართლე.“ 

“თანმიმდევრული და ყოველდღიური ბრძოლა არის ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი“, - თვქვა მელიამ.

თანმიმდევრული და ყოველდღიური ბრძოლა არის ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის მარათონული ბრძოლა, ეს არ არის არც ორკვირიანი, ორთვიანი და არც სამთვიანი, გამარჯვების შემდეგაც, მაშინაც როცა სახელმწიფო სახელმწიფოს დაემსგავსება, მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოება იყოს გაცილებით ფხიზლად, ვიდრე ვყოფილვართ. ამიტომ, შორს ყველასგან დეპერსია, იმედგაცრუება, სასოწარკვეთა, თითქოს, რაღაცა არ გამოგვივა, გამოგვდის, უბრალოდ ეს არის პროცესი, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება. ვინც იტყვის კონკრეტულ თარიღს, რა დროსაც ეს ბრძოლა დასრულდება, ის არ იქნება პასუხისმგებლიანი, რადგან ეს ყველაფერი განგრძობადია და ენერგიულობას აქვს დიდი მნიშვნელობა, - განაცხადა მელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×