რეზონანსი
25.02.2025

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა ომის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერ მოლაპარაკებაში უპირობოდ უნდა მონაწილეობდეს.

ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრებთან ყოველკვირეული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ გვსურს, შედეგების მიღება ახალი პროცესიდან, უკრაინა აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში და ეს ომი უნდა შეწყდეს ორმხრივი მოლაპარაკებების გზით", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ასევე აღნიშნავს, მხარს უჭერს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივას რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის შესახებ.

„პრინციპში, ჩვენ მივესალმებით ბატონი ტრამპის სურვილს, დაასრულოს ომი მოლაპარაკებების გზით. მაგრამ აქ არ შეიძლება მნიშვნელოვანი მომენტის უგულებელყოფა. გზა სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ შეიძლება ამოიხსნას მხოლოდ ისეთი განტოლებით, რომელშიც წარმოდგენილია ყველა შესაბამისი მხარე", - განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა, ასევე 24 თებერვალს ანკარაში მოლაპარაკებები გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×