რეზონანსი
24.02.2025

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ვითარება მაშინ დაიძაბა, როდესაც აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ. ადგილზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს აქციის მონაწილეების დაკავების საშუალება არ მისცეს.

ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია. ადგილზე შეკრებილებს მარშის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც უკრაინის საელჩოდან და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მსვლელობით წამოვიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

"დიდება უკრაინას, დიდება გმირებს!", "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე 89-ე დღეა პროტესტის ნიშნად ყოველდღიურად იკრიბებიან. მათი მთავარი მოთხოვნაა ახლი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×