
15 თებერვალს, ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ ქვეყანა შეძრა. ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ორი ბავშვი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ გვერდი ავრცელებს გადაცემის ანონსს, რომელშიც გარდაცვლილი არასრულწლოვანის მშობლები საუბრობენ:
„ყველა გზა გავიარეთ და არსად არ იყვნენ, იქაც გავიარე და ვერ დავინახე, იქ თუ იყვნენ. ჭაც არ ვიცოდი, თუ იყო... დავინახე ჩემი გაყინული შვილის თითები აღარ მოძრაობდა. მეგონა, რომ ცოცხალს გამოვიყვანდი, ვერანაირად ვერ ვიჯერებდი“, - ამბობს ბავშვის დედა.
„მაშინვე ავიტაცე ხელში, წავიყვანეთ, მაგრამ ვერ ვუშველე, იმედი მქონდა", - ამბობს ბავშვის მამა.
ბათუმში უბედური შემთხვევა 15 თებერვალს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ჩაცვივდნენ ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში, რომელიც წყლით იყო სავსე.