რეზონანსი
24.02.2025

ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი პოლიტიკა სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა მშვიდობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ასეთივე გვინდა ვუსურვოთ ჩვენს მეგობარ უკრაინას, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, საქართველო-აშშ-ის მიერ გაეროში წარდგენილ რეზოლუციაზე „გზა მშვიდობისკენ" საუბრისას.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი მის ერთგვარ მისიად მიიჩნევს, რომ მიღწეული იყოს სამშვიდობო შეთანხმება და მშვიდობა უკრაინაში.

„აქედან გამომდინარე, ძალისხმევა, რომელიც მიმართულია მშვიდობისკენ, წარმოუდგენელია, რატომ უნდა იყოს ჩვენთვის მიუღებელი, მაშინ როდესაც, ეს ომი პირდაპირ გავლენას ახდენს მთელი ევროპის რეგიონზე", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×