რეზონანსი
24.02.2025

„დიდი შვიდეულის" შეხვედრის ფარგლებში დონალდ ტრამპთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც შეეხება დონალდ ტრამპს. ჩვენ საუბარი ახლახან გვქონდა. ეს ძალიან კარგი საუბარი იყო კანადის ხელმძღვანელობით გამართულ „დიდი შვიდეულის" შეხვედრის ფარგლებში", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა კანადას შეხვედრის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ აშშ მხარდაჭერას გააგრძელებს, როგორც ამას სხვა პარტნიორები აკეთებენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ევროპასა და აშშ-ს შორის ეს ერთიანობა არ უნდა დავკარგოთ", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×