რეზონანსი
24.02.2025

ბათუმში თაბუკაშვილის პირველ ნომერში, ორ სართულიანი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოიშალა.

როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ისინი დახმარებას ადგილობრივ მთავრობას სთხოვენ.

როგორც ბათუმის მერიაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, დაზარალებულ ოჯახებს უწყება უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანს, შემდეგ კი ადგილის შესწავლა მოხდება.

“შემთხვევის ადგილზე ჩვენი წარმომადგენელი იმყოფებოდა. ოჯახების მდგომარეობა ჩვენთვის ცნობილია, უსაფრთხო ადგილზე გადავიყვანთ. ვისაც დასჭირდება, ყველას აღმოვუჩენთ სათანადო დახმარებას”, - აღნიშნეს უწყებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×