რეზონანსი
24.02.2025

დიდთოვლობის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ქალაქის მხრიდან ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"დიდთოვლობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ქალაქის მხრიდან, ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა. არავინ დაშავებულა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო რეისები გადადებულია. შესაბამისად, მსუბუქი გადახურვის დაზიანების მომენტში აეროპორტის ტერმინალში არ იყვნენ მგზავრები და არც პერსონალის დიდი ნაწილი. ტავ ჯორჯიამ ინტენსიური აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყო," - აღნიშნავენ კომპანიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×