რეზონანსი
24.02.2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მასატო კანდას აზიის განვითარების ბანკის (ADB) მე-11 პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს.

როგორც მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ზე წერს, აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის სანდო პარტნიორია.

„წარმატებებს ვუსურვებ მასატო კანდას მდგრადი, ინკლუზიური და მედეგი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში ჩვენს რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ. აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის სანდო პარტნიორია არსებული გამოწვევების დასაძლევის საქმეში. დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება და საფუძველს შექმნის ეფექტიანი ინიციატივებისთვის, რომლებიც ჩვენი ერისთვის მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×