რეზონანსი
24.02.2025

2024 წლის განმავლობაში საქართველოში 112 ადამიანი დაიკარგა. მათგან 69 პირის მოძებნა მოხერხდა(მათგან 12 გარდაცვლილის), 43 კი კვლავ დაკარგულად ითვლება. 

შსს-ს სტატისტიკის თანახმად, დაკარგულთაგან 16 არასრულწლოვანი იყო, მათგან 10 ცოცხალი იპოვეს, 6 კი კვლავ დაკარგულად ითვლება.

დაკარგულთა შორის უმრავლესობა(49 პირი) 24-45 წლის ადამიანები არიან. მათგან 18 კვლავ მოსაძებნია.

გარდაცვლილად პოვნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი 60+ ადამიანთა შორისაა.

2024 წელს უცხო ქვეყნის 8 მოქალაქე დაიკარგა, მათ შორის 4 მოძებნა მოხერხდა. 4 კვლავ დაკარგულად ითვლება მათგან 2 ესტონეთის, 1-1 კი ბანგლადეშის და ჩეხეთის მოქალაქეები არიან,

1973 წლიდან 2024 წლის ბოლომდე საქართველოში დაკარგულად 1022 ადამიანი ითვლება. მათგან 809 კაცია, 213 კი ქალი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×