რეზონანსი
24.02.2025

გასული 20 წლის განმავლობაში პირველად, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი არ არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყნის დემოკრატიული სისტემა შეუფერხებლად განვითარდეს - ჩვენ ქართულ საზოგადოებას ეს დაპირება მივეცით, დაპირება დიდწილად შესრულდა და მის შესრულებას განვაგრძობთ! - ეს განცხადება მთავრობის სხდომაზე, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მისი თქმით, პოლიტიკური ოპონენტები ქვეყნის განვითარების საპირისპირო მიმართულებით წარმართვას ცდილობენ, „თუმცა მათ გეგმებს განხორციელება არ უწერია“.

„ოპოზიციის რადიკალური ნაწილი თავიდან ბოლომდე არის რთულ მდგომარეობაში.

გასული 20 წლის განმავლობაში პირველად, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი არ არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყნის დემოკრატიული სისტემა შეუფერხებლად განვითარდეს. ჩვენ ქართულ საზოგადოებას ეს დაპირება მივეცით, დაპირება დიდწილად შესრულდა და მის შესრულებას განვაგრძობთ!

საქართველოს დემოკრატიული სისტემა რადიკალიზმის გარეშე ბევრად უფრო სწრაფად განვითარდება. ასეთ პირობებში ბევრად ნაკლები შეფერხება ექნება ჩვენს დემოკრატიულ წინსვლას და ყველა მიმართულებით განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×