რეზონანსი
24.02.2025

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, თუ მოსკოვთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება მოხერხდება, ამერიკულ კომპანიებს რუსეთში დაბრუნების საშუალება მიეცემათ. ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

„ნათელია, არსებობს მოლოდინი, რომ, თუ ჩვენ სამშვიდობო შეთანხმებას მივაღწევთ, თქვენ შეძლებთ ამერიკული კომპანიების დაბრუნებას და იქ [რუსეთში] ბიზნესის წარმოებას. ვფიქრობ, ყველა ჩათვლის, რომ ეს იქნება დადებითი, კარგი მოვლენა“, - განაცხადა უიტკოფმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე ძალიან ახლოს არის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასთან, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს დაასრულებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×