რეზონანსი
24.02.2025

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, მთელი საქართველოს მასშტაბით თოვლიანი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება. ყინვა, თოვლი და ქარბუქია ნავარაუდევია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები თბილისში უმეტესად ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ, დროგამოშვებით მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახითაც.

„დღეისათვის დასავლეთ საქართველოში გვექნება უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, თოვლი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია იყოს ქარბუქი.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იქნება თოვლი. აქაც შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. რაც შეეხება თბილისს, დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, იქნება მცირე თოვლი“, - განუცხადა „ქრონიკას“ სინოპტიკოსმა ნონა ელისაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×