რეზონანსი
24.02.2025

ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში მოსული ნალექის გამო, გზები თოვლისგან ინტენსიურად იწმინდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ტექნიკური მარილი იყრება დედაქალაქის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე.

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ შპს "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მუშაობენ. თბილისი-პანტიანის გზის გაწმენდის სამუშაოებს შპს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.

"დღე-ღამის განმავლობაში შეუჩერებლად მიმდინარეობს გზების ტექნიკური მარილით დამუშავება. გაწმენდის სამუშაოებსა და მონიტორინგში ჩართულია „თბილსერვის ჯგუფის“ შესაბამისი სამსახურები. ყველა სატრანსპორტო კვანძი, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს, გახსნილია", – აღნიშნა გიორგი პაპავამ.

„მოსახლეობას მოვუწოდებთ, საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოგვმართონ "თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22 და დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება",- აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×