რეზონანსი
24.02.2025

სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვა გორ­ში, დაჭ­რი­ლია ორი ახალ­გაზ­რდა. რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, 17 წლის ბიჭი მე­გო­ბარ­თან ერ­თად წმინ­და წყლის და­სახ­ლე­ბა­ში ცივი ია­რა­ღით დაჭ­რეს. თვითმხილ­ვე­ლე­ბი მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ. მათ და­ი­ნა­ხეს, რო­გორ მიჰ­ყავ­დათ ერთ-ერთი დაჭ­რი­ლი ბიჭი სხვა ახალ­გაზ­რდებს.

„მო­დი­ო­და ბიჭი, წა­იქ­ცა და და­ი­ძა­ხეს, ცუ­დად არის, ჩქა­რაო. სას­წრა­ფოს და­ვუ­ძა­ხეთ. ერთი იქით წა­იქ­ცა, დაჭ­რი­ლი იყო და მე­ო­რე აქეთ... მე მგო­ნი ვკვდე­ბი, გული მე­პა­რე­ბაო და და­ვარ­და ძირს,“ - აცხა­დებს თვითმხილ­ვე­ლი.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­თან ახ­ლოს მცხოვ­რე­ბი ქა­ლის თქმით, ის ხმა­ურ­ზე გა­რეთ გა­ვარ­და და და­ი­ნა­ხა რომ ერთ-ერთი ძირს ეგდო.

“ბი­ჭე­ბი დას­ტრი­ა­ლებ­დნენ თავ­ზე, არ და­ი­ძი­ნოო და ვა­ი­მე კვდე­ბაო, ყვი­როდ­ნენ. მერე მო­ვი­და პატ­რუ­ლი, სას­წრა­ფო და წა­იყ­ვა­ნეს. ჩვენ­თვის სა­ერ­თოდ უცხო პი­როვ­ნე­ბე­ბი იყ­ვნენ. ბევ­რნი იყ­ვნენ,“ - აცხა­დებს ქალი.

ცნო­ბი­ლია, რომ ერთ-ერთი დაჭ­რი­ლი 17 წლის არის. ორი­ვე პირი ახლა კლი­ნი­კა “გორ­მედ­ში“ იმ­ყო­ფე­ბა. რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის კლი­ნი­კურ­მა დი­რექ­ტორ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, ორი­ვე პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

ხა­თუ­ნა შრუ­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შა­ვე­ბუ­ლებს მრავ­ლო­ბი­თი შე­მა­ვა­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ, ორი­ვე ახალ­გაზ­რდას ჩა­უ­ტარ­და ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია და მკურ­ნა­ლო­ბა გრძელ­დე­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. ექი­მის გან­ცხა­დე­ბით, დაჭ­რილ ახალ­გაზ­რდებს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა მი­და­მო­ებ­ში შე­მა­ვა­ლი ღრმა ჭრი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×