რეზონანსი
23.02.2025

ყველა მხარეს ჰქონდა თავისი მიზანი ამ ომში. არა მარტო რუსეთს, არამედ კოლექტიურ დასავლეთსაც და ეს ყველაფერი მოხდა უკრაინელების ხარჯზე, უკრაინის ტერიტორიაზე, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა რუსეთ - უკრაინის ომზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა".

„დასაწყისშივე ეს პრობლემატიკა გადმოვიდა საქართველოზე იმიტომ, რომ აქ ოპოზიციამ მაშინვე დაიჭირა აბსოლუტურად ხისტი, კონფრონტაციული პოლიტიკის გატარების სურვილი და პარლამენტში დიდი აყალ - მაყალი მოაწყვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა მიგვეღო ისეთი ტიპის რეზოლუციები, რომელიც მაქსიმალურად გაამწვავებდა ჩვენს დამოკიდებულებას რუსეთთან.

წამოვიდა ძალიან სერიოზული ზეწოლა საქართველოზე შიგნით, ამ ეგრეთ წოდებული ოპოზიციის მხრიდან და გარედან", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×