რეზონანსი
23.02.2025

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არ აპირებს ხელშეკრულების აღიარებას, რომლის მიხედვითაც უკრაინას აშშ-ს წინაშე 500 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი ექნება.

უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იშვიათ მინერალებთან დაკავშირებული შეთანხმების პირობებს ვალის სახე აქვს, რომელიც უკრაინამ აშშ-ს უნდა გადაუხადოს.

„ვიცი, რომ ჩვენ გვქონდა 100 (მილიარდი დოლარი აშშ-დან) და არ ვაპირებ 500-ის [მილიარდი] აღიარებას, ვინც რაც არ უნდა თქვას", - აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ აშშ-ის ფინანსურ დახმარებას ვალად არ თვლის.

„არ ვაწერ ხელს იმას, რასაც უკრაინელების ათი თაობა გადაიხდის", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებები გრძელდება და „პროგრესია" აშშ-სთან მინერალებზე შეთანხმებაში. მისი განცხადებით, წინადადებები ჯერჯერობით არ არის ის, რაც მათ სურთ, მაგრამ მოლაპარაკებები წინ მიიწევს და უკრაინა "მზადაა გასაზიარებლად".

"ჩვენ პროგრესს ვაღწევთ," - დასძინა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×