რეზონანსი
23.02.2025

თუ ვინმეს უნდა რეიტინგის შემოწმება, ზუსტად 5 თვეში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩემთან ერთად დანიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ყველას შეუძლია გატესტოს საკუთარი რეიტინგი ამ არჩევნებში, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

კითხვაზე, თუ რატომ არ ნიშნავს ხელახალ არჩევნებს „ქართული ოცნება“ იმ ფონზე, როდესაც საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს სულელური აზრია, რომელიც მოსდით პოლიტიკოსებს.

„ასეთი სულელური აზრი მოსდით პოლიტიკოსებს, თუმცა ეს მათი უფლებაა, დემოკრატიაა საქართველოში, ადამიანებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ სულელური აზრებიც. რაც შეეხება რეიტინგებს, თუ ვინმეს უნდა რეიტინგის შემოწმება, ზუსტად 5 თვეში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩემთან ერთად დანიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ყველას შეუძლია გატესტოს საკუთარი რეიტინგი ამ არჩევნებში,“- განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×