რეზონანსი
23.02.2025

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში იუნკერთა ხსოვნის დღეს ეხმიანება.

„23 თებერვალი, იუნკერთა ხსოვნის დღე“, - აღნიშნულია ქარდზე.

23 თებერვალი, ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა. პარლამენტის სასახლის ეზოში, 1921 წელს, რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის თავმჯდომარე და მოწვეული სტუმრები, იუნკერთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.

104 წლის წინ, კოჯორსა და ტაბახმელაში რუსეთის მე-11 არმიასთან უთანასწორო შეტაკებებისას ქართველი იუნკერების თავგანწირვა საქართველოს ისტორიაში დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად იქცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×