რეზონანსი
22.02.2025

23 თებერვალს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) სამი ძირითადი კონკურენტი ჰყავს: ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU-CSU), ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) და „მწვანეები“ (GRÜNE).

წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებზე ამომომრჩველთა 29%-ი „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“ უჭერს მხარს, 20.6%-ით, რეიტინგში მეორე ადგილზეა „ალტერნატივა გერმანიისთვის“, შემდეგ მოდის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ 15.5%-ით და „მწვანეებს“ აქვთ 12.9%-ი.

ბუნდესტაგმა კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას 16 დეკემბერს უნდობლობა გამოუცხადა, რის შემდეგაც, გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პარლამენტი დაითხოვა.

გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიოდნენ დაიშალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×