რეზონანსი
22.02.2025

ჩი­ნურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც COVID-19-ის გა­ჟონ­ვა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, მეც­ნი­ე­რებ­მა ღა­მუ­რებ­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ის ძა­ლი­ან ჰგავს 2020 წლის მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი პან­დე­მი­ის გა­მომ­წვევ ვირუსს, - ნათ­ქვა­მია კვლე­ვა­ში.

„ვირუ­სი აღ­მო­ა­ჩი­ნეს უჰა­ნის ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტში და მას ცხო­ვე­ლი­დან ადა­მი­ან­ზე გა­და­ცე­მის პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით არ­ცერთ ცო­ცხალ ადა­მი­ან­ში ინ­ფექ­ცია არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა", - წე­რია სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ Cell-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კვლე­ვა­ში.

ღა­მუ­რე­ბის ვირუ­სი, სა­ხე­ლად HKU5-CoV-2, იმა­ვე ადა­მი­ა­ნის რე­ცეპ­ტორს იყე­ნებს, რა­საც SARS-CoV-2 - კო­რო­ნა­ვირუ­სის შტა­მი, რო­მე­ლიც COVID-19-ს იწ­ვევს.

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნილ ვირუსს შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნის და სხვა ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბის უჯრე­დე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბა, ამ უჯრე­დებ­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი ცი­ლებ­თან შე­წე­ბე­ბის გზით. თუმ­ცა, ვირუ­სის ადა­მი­ა­ნებ­ში გავ­რცე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა "შემ­დგო­მი კვლე­ვე­ბის სა­გა­ნია", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

მკვლე­ვარ­თა თქმით, ღა­მუ­რე­ბის ახა­ლი ვირუ­სი იმა­ვე კო­რო­ნა­ვირუ­სის ოჯახს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რაც შუა აღ­მო­სავ­ლე­თის რეს­პი­რა­ტო­რულ სინ­დრომს (MERS) იწ­ვევს - სე­რი­ო­ზულ და ხში­რად მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ და­ა­ვა­დე­ბას, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებ­ზე აქ­ლე­მებ­თან უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტით გა­და­დის. MERS-ის შემ­თხვე­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია არა­ბე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის ქვეყ­ნებ­ში, მათ შო­რის სა­უ­დის არა­ბეთ­ში, ქუ­ვე­ით­ში და ყა­ტარ­ში.

პირ­ვე­ლი ცნო­ბი­ლი COVID-19-ის შემ­თხვე­ვა ადა­მი­ა­ნებ­ში 2019 წლის ნო­ემ­ბერ­ში უჰან­ში და­ფიქ­სირ­და. CDC-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, პან­დე­მი­ის შე­დე­გად ამე­რი­კა­ში 1.2 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

უჰა­ნის ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი წლე­ბია ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია COVID-19-ის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი გა­ჟონ­ვის თე­ო­რი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით - თუმ­ცა ამ ბრალ­დე­ბას, ჩი­ნე­თი ამ დრომ­დე უარ­ყოფს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×