რეზონანსი
22.02.2025

პო­ლო­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ ვარ­შა­ვა­ში, ქა­ლა­ქის ცენ­ტრში პა­რას­კე­ვის ღა­მეს მომ­ხდარ ჩხუბს ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩხუბ­ში ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი.

მოწ­მე­ე­ბის თქმით, კონ­ფლიქ­ტი და­ი­წყო ვარ­შა­ვის კონ­სტი­ტუ­ცი­ის მო­ე­დან­ზე არ­სე­ბულ ქარ­თულ რეს­ტო­რან­ში და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქუ­ჩა­ში გა­და­ვი­და.

ჩხუ­ბის დროს, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ქარ­თვე­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი, ია­რა­ღი - და­ნე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს.

პო­ლო­ნე­თის პო­ლი­ცი­ამ შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბა ღა­მის 12 სა­ა­თამ­დე მი­ი­ღო. პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ინ­ცი­დენ­ტში სამი ქარ­თვე­ლი მო­ქა­ლა­ქე და­შავ­და. ერთ-ერთი მათ­გა­ნი, 31 წლის მა­მა­კა­ცი, მკერ­დის ჭრი­ლო­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ექი­მე­ბის ძა­ლის­ხმე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, გარ­და­იც­ვა­ლა.

დანარჩენი ორი მა­მა­კა­ცი თე­ძო­სა და მენ­ჯის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არი­ან, თუმ­ცა მათი მდგო­მა­რე­ო­ბა სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში არ არის.

შემ­თხვე­ვის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს სამი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს მკვლე­ლო­ბი­სა და თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×