რეზონანსი
22.02.2025

ჩვენს ქვეყანას მოუწოდებდნენ, გვთხოვდნენ სანქციებთან შეერთებას, მოხალისეების, იარაღის გაგზავნას, რომ საქართველოს ჩართულიყო ომში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, რაზეც ხელისუფლება და „ხალხის ძალა" საუბრობდა, ახლა ტრამპის ადმინისტრაცია ერთი ერთში იმეორებს.

„რეალობით, რაც დღეს გლობალური თვალსაზრისით არის, მხედველობაში მაქვს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები, გამოიკვეთა კონკრეტული ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან ომით. ჩვენ მუდმივად გვაქვს საუბარი „დიფ სთეითზე", ჩვენ ამას დავარქვით გლობალური ომის პარტია, რომლის ინტერესიც იყო, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო ეს ომი. ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით ამ თემაზე და ახლა ამაზე საუბრობს ტრამპის ადმინისტრაცია. ჩვენს ქვეყანას მოუწოდებდნენ, მეტი აქტიურობა გამოეჩინა ომზე, გვთხოვდნენ სანქციებთან შეერთებას, მოხალისეების, პირდაპირ იარაღის გაგზავნას, რაც კავშირში იყო, რომ საქართველოს ჩართულიყო ომში. წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ამ ზეწოლის გზას იმეორებდნენ. დღეს ტრამპის შეხედულებებზე ვსაუბრობ იმიტომ, რომ მკაფიოდ არის ხაზი გავლებული, რასაც ჩვენ, ხელისუფლება და „ხალხის ძალა" ვამბობდით, ერთი ერთში იმეორებს ტრამპის ადმინისტრაცია", - განაცხადა ყაველაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×