რეზონანსი
22.02.2025

საქართველოს ავიაბაზარზე გაზაფხულიდან 4 ახალი ავიაკომპანია შემოვა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა ავიაბაზარზე ხელს შეუწყობს პირდაპირი ფრენების საშუალებით ტურისტების შემოსვლას საქართველოში, რაც შემდგომ ეკონომიკურ ზრდაზე აისახება.

„ძალიან სასიხარულოა, რომ მარტის ბოლოდან ეტაპობრივად, პირდაპირ ფრენებს საქართველოში 4 ავიაკომპანია დაიწყებს. „ბრითიშ ეარვეისი" და „იზიჯეტი" იწყებენ პირდაპირ ფრენებს ლონდონიდან, რაც ბუნებრივია, რომ ხელს შეუწყობს დიდი ბრიტანეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდას. ჩვენ ძალიან აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ვგეგმავთ საქართველოს პოპულარიზაციისთვის იმდენად, რამდენადაც პირდაპირ ფრენებთან ერთად ჩვენ უზრუნველვყოფთ კიდევ უფრო მეტი ტურისტის შემოსვლას", - განაცხადა ქვრივიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×