
გურიაში არსებული დიდი თოვლის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
„ძვირფასო მგზავრებო!
გურიაში არსებული დიდი თოვლის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:
22 თებერვალი - ოზურგეთი-თბილისი
22 თებერვალი - ბათუმი-ოზურგეთი
22 თებერვალი -რიონი-ქუთაისი-რიონი
23 თებერვალი - თბილისი ოზურგეთი
23 თებერვალი - ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი
23 თებერვალი- რიონი-ქუთაისი-რიონი
საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.
ბილეთის საფასური სრულად აგინაზღაურდებათ,"- აღნიშნულია განცხადებაში.