რეზონანსი
22.02.2025

თეთრი სახლის პრესმდივნმა კაროლინ ლევიტმა განაცხადა, როომ ინფორმაცია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შრომისუნარიანობის შესახებ სიცრუე იყო და მის რეალურ მდგომარეობას მალავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მედიამ ყველაფერი იცოდა, აგრძელებდა არასწორი ინფორმაციის გავრცელებას.

„ჟურნალისტები კამერებს მიღმა გეტყვიან, რომ მათ იცოდნენ ბაიდენის არაკომპეტენტურობის შესახებ, რომ თეთრი სახლის თანამშრომლები შუა დღემდე არ ჩნდებოდნენ. არანაირი სამუშაო არ მიდიოდა“, - განაცხადა ლევიტმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა გაუუქმა. ტრამპმა ასევე გაიხსენა სპეციალური პროკურორის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ბაიდენს „მეხსიერების პრობლემები“ აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×