რეზონანსი
21.02.2025

რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, განხილვები ინტენსიური და პოზიტიური იყო.

"ხანგრძლივი და ინტენსიური დღე უკრაინის უფროს ხელმძღვანელობასთან ერთად. ვრცელი და პოზიტიური დისკუსია ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ომში მყოფი ქვეყნის ნაომარ და მამაც ლიდერთან და მის ეროვნული უსაფრთხოების ნიჭიერ გუნდთან ერთად", – წერს კელოგი სოციალურ ქსელ X-ზე.

გენერლის შეფასება ზელენსკის განცხადებას ეხმიანება, სადაც უკრაინის ლიდერმა აშშ-თან მტკიცე და რეალურად ქმედითი შეთანხმებების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ფრონტის ვითარებაზე, უკრაინელი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებასა და უსაფრთხოების სისტემაზე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ომი აღარასოდეს განმეორდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×