რეზონანსი
20.02.2025

 თბილისის მერიის ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში დედაქალაქის რამდენიმე დასახლებაში გზები თოვლისგან იწმინდება.

მათივე ცნობით, იმისთვის, რომ არ შეფერხდეს საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობა, ტექნიკური მარილი დაიყარა: დიდ დიღომში, მუხათგვერდის გზაზე, პატარა და დიდი ლილოს დასახლებებში, აეროპორტის გზატკეცილზე, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, თხინვალას დასახლებაში, წავკისის, შინდისის, ტაბახმელას, კოჯრის, კიკეთის, წყნეთისა და ბეთანიის ცენტრალურ ქუჩებზე, სოფელ ახალდაბაში, დიდგორსა და თელოვანში.

„შპს „თბილსერვის ჯგუფი" ტექნიკური მარილის დაყრას, საჭიროების მიხედვით, სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს. საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22", - აღნიშნავენ თბილისის მერიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×