რეზონანსი
20.02.2025

 უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები თუ 2025 წლის თებერვალში ჩატარდება, გამარჯვებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ამჟამად ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვალერი ზალუჟნი გახდება, მოქმედი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეორე ადგილს დაიკავებს, ხოლო მეხუთე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მესამე ადგილზე გავა.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა" აქვეყნებს, რომელიც სოციოლოგიურ ცენტრ „სოცისის" და სოციოლოგიური კომპანიის, Gradus Research-ის გამოკითხვის შედეგებს ეყრდნობა.

„სოცისის" მონაცემებით, 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით, მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი დაახლოებით 16%-ს შეადგენს. იმ ამომრჩევლებს შორის, რომლებმაც უკვე გადაწყვიტეს, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერდნენ მხარს, ეს მაჩვენებელი 22%-მდე იზრდება.

სოციოლოგიურმა კომპანია Gradus Research-მა დონალდ ტრამპის რეზონანსული განცხადებების შემდეგ ზელენსკის დაბალი რეიტინგის შესახებ ჩაატარა ექსპრესგამოკითხვა 1 000 რესპონდენტს შორის. შედეგების მიხედვით, ზელენსკის რეიტინგი 23%-ს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×