რეზონანსი
20.02.2025

 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში რუსეთისა და უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა. მოლაპარაკებების შემდეგ მათ ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხეს.

როგორც უკრაინულ მედიას უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკოფოროვმა განუცხადა, შეხვედრის შემდეგ პრესასთან ერთობლივი გამოსვლა ამერიკული მხარის სურვილით არ მოხდა.

„ამერიკული მხარის თხოვნით, შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებს პროტოკოლურ გადაღებას და არ ითვალისწინებს განცხადებებს ან კითხვებს", - აღნიშნა პრეზიდენტის პრესმდივანმა.

კიტ კელოგი კიევში 19 თებერვალს ჩავიდა. ის ასევე შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×