რეზონანსი
20.02.2025

ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ მათ იცოდნენ, რაში იღებდნენ მონაწილეობას და ეს უზომოდ დიდი მავნებლობაა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გორში, ხელოვნების სახლის სოლიდარობისთვის ჩასულმა გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებმა, საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელი ბანერის ფონზე, სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დისკუსია გამართეს.

„უნებლიედ, თუ განზრახვით მათ მიიღეს მონაწილეობა შეხვედრაში, სადაც ანტისახელისუფლებო და რაც მთავარია შეურაცხმყოფელი განცხადებები და ბანერები იყო და რთულია პირდაპირ დავადანაშაულოთ ისინი, თუმცა თუ გავიხსენებთ როგორც გერმანიის ელჩის, ასევე რიგ შემთხვევებში საფრანგეთის ელჩის საკმაოდ არაკორექტულ, არადიპლომატიურ გამოსვლებს და ჩართვებს პოლიტიკასთან დაკავშირებით, თავისთავად ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ მათ იცოდნენ, რაში იღებდნენ მონაწილეობას და ეს უზომოდ დიდი მავნებლობაა“, - განაცხადა წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×