რეზონანსი
20.02.2025

ამერიკის შეერთებული შტატები წინააღმდეგია, რომ „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში რუსეთი აგრესორის სახით იყოს მოხსენიებული, ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, საუბარია დეკლარაციაზე, რომელიც ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით უნდა მიიღონ.

გარდა ამისა, როგორც სტატიაშია აღნიშნული, წევრი ქვეყნები ჯერ ვერ შეთანხმდნენ, დაპატიჟონ თუ არა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვირტუალურ სამიტზე, რომელიც ორშაბათს უნდა გაიმართოს.

როგორც Financial Times-ი იუწყება, უთანხმოება აშშ-სა და სხვა ქვეყნებს შორის მას შემდეგ გაჩნდა, რაც დონალდ ტრამპმა ზელენსკის დიქტატორი უწოდა და რუსეთის „დიდ შვიდეულში“ დაბრუნება მოითხოვა.

„ამერიკელები ჯერ კიდევ ბლოკავენ ასეთ ფორმულირებას ტექსტში, მაგრამ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, რომ შევთანხმდებით“, - ციტირებს გამოცემა ერთ-ერთ ევროპელ მაღალჩინოსანს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×