რეზონანსი
20.02.2025

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მესამე წლისთავზე, 24 თებერვალს კიევში ჩავლენ. ამის შესახებ ანტონიუ კოშტა სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„ორშაბათს, 24 თებერვალს სრულდება სამი წელი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან. გადავწყვიტე, ამასთან დაკავშირებით ვიყო კიევში ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, რათა დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა გმირი უკრაინელი ხალხისადმი და დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტ ზელენსკისადმი“, – წერს ანტონიუ კოშტა.

24 თებერვალს უკრაინის დედაქალაქში ვიზიტს გეგმავს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×