რეზონანსი
20.02.2025

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი გერმანიისა და საფრანგეთის ელჩების მიერ გორში გამართულ დისკუსიას გამოეხმაურა.

„ეს არ არის გარკვეული ელჩების ან პიროვნებების პოზიცია. ეს არის შოლცის ადმინისტრაციის პოზიცია, მაგალითად, რომელიც გერმანიაში თავად არის უკვე რაღაც პოლიტიკურ ოფსაიდში. ეს არის ადამიანების პოზიცია, რომელთაც კონკრეტული ამოცანა აქვთ - ევრობიუროკრატია გაერთიანდა საქართველოს წინააღმდეგ, რათა ეს ქვეყანა გახდეს მონაწილე იმ სისხლიანი პროცესების, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებმა გორში დისკუსია რადიკალიზმის შემცველი ბანერების ფონზე გამართეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×