რეზონანსი
20.02.2025

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინფორმაციიტ, ამერიკის ხაზინის მდივან სკოტ ბესენტი კიევში იშვიათი წიაღისეულის მოპოვების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად 3 თებერვალს ჩავიდა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მას განუცხადეს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის სძინავს და ის ხელს ვერ მოაწერდა დოკუმენტს. 

„სკოტ ბესენტი იქ ჩავიდა და მას ცუდად დახვდნენ. სინამდვილეში მას უთხრეს „არა“, ხოლო ზელენსკის ეძინა და მას ვერ შეხვდა“, - განაცხადა ტრამპმა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, ბესენტი კიევიდან უკან ხელცარიელი დაბრუნდა. 

„ის იქ მრავალი საათის განმავლობაში მატარებლით მიდიოდა. ეს საკმაოდ სახიფათო მგზავრობა იყო. ჩვენ ხაზინის მდივანზე ვსაუბრობთ. ის იქ დოკუმენტის ხელმოსაწერად ჩავიდა, მაგრამ უკან ცარიელი ჩამოვიდა. მათ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს“, - განაცხადა ტრამპმა.

იგი უკრაინის დაფინანსების თემასაც შეეხო და აღნიშნა, ის, რასაც ევროპა ოფიციალურ კიევს აძლევს, არის სესხი, რომელიც უბრუნდება. ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკის დახმარება უკრაინისთვის არ არის აღრიცხული.

„მინდა გავიგო, თუ სად წავიდა ფული, რომელსაც ჩვენ უკრაინას ვუგზავნით. სად არის?“, - თქვა თეთრი სახლის ლიდერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×