რეზონანსი
19.02.2025

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ვოლოდიმირ ზელენსკი გააფრთხილა, თავი შეიკავოს დონალდ ტრამპზე თავდასხმისგან და აღნიშნა, რომ მისი საჯაროდ გაკრიტიკება უკუშედეგს გამოიღებს.

ვენსი ბრიტანულ გამოცემა Daily Mail-ს ესაუბრა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდომირ ზელენსკიმ დაადანაშაულა ტრამპი რუსეთის წარმოებულ „დეზინფორმაციულ სივრცეში“ ყოფნაში.

„იდეა, რომ ზელენსკი პრეზიდენტის აზრს შეცვლის მისი საჯაროდ გაკრიტიკებით მედიაში, მცდარია - ვინც კი იცნობს პრეზიდენტს, გეტყვით, რომ ეს საშინელი მიდგომაა ამ ადმინისტრაციასთან ურთიერთობისთვის“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

„ჩვენ გვიყვარს უკრაინელი ხალხი. ჩვენ აღფრთოვანებულნი ვართ [უკრაინელი] ჯარისკაცების სიმამაცით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს ომი სწრაფად უნდა დასრულდეს. ეს არის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოლიტიკა. ეს არ ემყარება რუსულ დეზინფორმაციას. ეს ეფუძნება იმ ფაქტს, რომ დონალდ ტრამპმა, ვფიქრობ, ბევრი რამ იცის გეოპოლიტიკის შესახებ და აქვს ძალიან ძლიერი შეხედულება“, - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×