რეზონანსი
19.02.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის დაჯარიმებას მისივე თანაპარტიელი, ბადრი ჯაფარიძე  აფასებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ პოლიციელების მიერ საბა ბუაძისთვის აბსურდული მოტივით ჯარიმის ქვითრის ჩაბარება "აგონიაში მყოფი ხელისუფლების მანიშნებელია". 

საბა ბუაძე დააჯარიმეს რუსთაველის გადაკეტვაზე, როცა იმ დღეს საერთოდ არ ყოფილა რუსთაველზე. ვიღაცამ იფიქრა, რომ ბუაძე ყოველდღე დადის და მოდით დავაჯარიმოთ 11 თებერვალს და 11 თებერვალს სწორედ ბუაძე იქ არ ყოფილა. ეს ხომ ურცხვობის მაქსიმუმია, რომ იმაზეც არ იწუხებენ თავს, რომ ნახონ, აქვთ თუ არა კადრები ან რაიმე დამამტკიცებელი. ამ დროს სწორედ 11-ში არ იყო. არ არსებობს არანაირი დამადასტურებელი, რომ ადამიანი იქ არ იყო. მეტსაც გეტყვით, იგივე სალომე სამადაშვილსაც გაუგზავნეს, მივიდა უკვე გადაკეტილ რუსთაველზე და მასაც მიუვიდა ჯარიმა. ეს არის აგონიის მანიშნებელი. აგონიაში მყოფი ხელისუფლების გარდა, ესეთ რამეს არავის არ იზამდა", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×