რეზონანსი
19.02.2025

რუსთაველის გამზირზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება და რამდენიმე თვეში დასრულდება. რეაბილიტაციის შემდეგ, დედაქალაქის მთავარი გამზირი უფრო მიმზიდველი, გადაადგილება კი, მეტად უსაფრთხო და კომფორტული იქნება.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. სამუშაოების პირველ ეტაპზე, სრულად შეიცლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა ტროტუარები და გარე განათების ქსელები. დამონტაჟდება ნარჩენების მიწისქვეშა

ურნები. გზის სავალ ნაწილზე განახლდება ასფალტის საფარი. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება მიწისქვეშა გადასასვლელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები. სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, დროებით შეიცვლება სატრანსპორტო მოძრაობის სქემაც.

სამუშაოების კიდევ ერთი ეტაპი დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციაა. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოწესრიგება. მათ შორისაა, როგორც დაზიანებული ფასადების, ასევე სახურავების სრული განახლება.

რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის მერიამ 40 მილიონ ლარამდე თანხა გამოყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×