რეზონანსი
19.02.2025

სომხეთის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ როგორც არაერთხელ დაადასტურა, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

საქართველოს პირველ არხთან სომხეთის საგარეო უწყებამ კომენტარი გააკეთა კითხვაზე, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში 15 თებერვლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სომხეთის შეფასებას შეეხებოდა.

„როგორც სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციაშია ჩაწერილი და არაერთხელ დაადასტურა სომხეთის რესპუბლიკის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნულია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის კომენტარში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×