რეზონანსი
19.02.2025

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მოლაპარაკებების მიზანი იყო ორმხრივი ურთიერთობების "აღდგენა".

კერძოდ, მან განაცხადა, რომ „ძალიან აფასებს“ საუდის არაბეთში ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგს და აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებზე "სრულიად სხვა ხალხი" იყო - მიკერძოებისა და დაგმობის გარეშე.

მისი თქმით, რუსეთსა და აშშ-ს შორის „ნდობის გაზრდის“ გარეშე „შეუძლებელია ბევრი საკითხის გადაჭრა, მათ შორის უკრაინის კრიზისის“.

ამასთან, პუტინის თქმით, მოსკოვს „არასოდეს უთქვამს უარი ევროპელებთან კონტაქტზე, არასოდეს უთქვამს უარი უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესზე“.

ასევე, პუტინმა მედიას განუცხადა, რომ „რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგისთვის შუამავლები საჭირო არ არიან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×